სამართალდამცავებმა ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტის სამი თანამშრომელი დააკავეს. პაატა კაცია, მამუკა დაბრუნდაშვილი და ელგუჯა დანელია ფინანსურ მაქინაციებში არიან ეჭვმიტანილნი.
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მეწარმეებს საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი საქონლის სანაცვლოდ თითო ავტომანაქანაში 400 დოლარს სძალავდნენ. მაქინაციების შედეგად ბიუჯეტს ათეულობით ათასი ლარის ზარალი მიადგა.
დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.