მთლიანად ქვეყნის მონაცემების მსგავსად ტურისტების კლება ფიქსირდება აჭარაშიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის თებერვალში, 2014 წლის თებერვალთან შედარებით
რეგიონში ვიზიტორების რაოდენობა 3,20%-ით შემცირდა, ხოლო რაც შეეხება განთავსების ობიექტთა დატვირთულობის კოეფიციენტს, ის თებერვალში 2,87%-ითაა შემცირებული.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, თებერვალში აჭარას სულ 11 ათას 450 ვიზიტორი სტუმრობდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებს, 2015 წლის იანვარ-თებერვალში სულ აჭარაში 24 ათას 661 ვიზიტორი იმყოფებოდა, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 24076 ვიზიტორი. შესაბამისად ზრდამ 2.43%-ი შეადგინა. რაც შეეხება დატვირთულობის კოეფიციენტს, აღნიშნული მაჩვენებელი იანვარ-თებერვლის მდგომარეობით 0.71%-თაა გაზრდილი.