ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 20 მარტის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.2230 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.3768 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0225 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0388 პუნქტით გაუფასურდა.
19 მარტის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.2005 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.3380 ლარი ღირდა.