წყალტუბოში ქიმიური ნაწარმის წარმოება დაიწყება. როგორც მთავრობის №430 განკარგულებიდან ირკვევა, სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კომპანია „დამაკოს“ წყალტუბოში, სოფელ გუმბრაში არსებული 2128 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა: სპორტ კომპლექსი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცა. სახელშეკრულებო ვალდებულებების მიხედვით, „დამაკომ“ საწარმოს გამართვა და წარმოების დაწყება 2 წლის ვადაში უნდა მოახერხოს, ხოლო თავად საწარმო კი ქიმიური და მასთან დაკავშირებული მრეწველობის დარგების პროდუქციის წარმოებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. წინასწარი გათვლებით, პროექტის განსახორციელებლად „დამაკო“ 68 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საწარმომ წელიწადში არანაკლებ 480 ტონა ქიმიური, ან მრეწველობის მომიჯნავე დარგების ნარჩენი პროდუქტების წარმოება უნდა უზრუნველყოს.