საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ზაზა გოგავა აცხადებს, რომ 2009 წელს საზღვრის დარღვევის ფაქტები არ ყოფილა და ჩრდილო კავკასიიდან საქართველოში გადმომავალი ყველა გზა და ბილიკი კონტროლდება.
რგორც მან აღნიშნა, ნდობის ჯგუფის წევრებს მიაწოდა ის ინფორმაცია რაც მათ აინტერესებდათ საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.
"2009 წელს საზღვის დარღვევის არცერთი ფაქტი არ ყოფილა და მტკნარი სიცრუეა რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოში ტერორისტების მომზადების, შემდეგ რუსეთში გადასვლასთან და იქ ტერაქტების მოწყობასთან დაკავშირებით", _ განაცხადა გოგავამ.
მისივე თქმით, ქართული მხარე სამწუხაროდ ვერ აკონტროლებს ოკუპირებულ ტერიტორიას და იმედოვნებს რომ ქართული მხარე ამას ძალიან მალე შეძლებს.