საქართველოშო ტერორისტები არ არიან და ამ თემაზე გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია სიცრუეა. ეს განცხადება კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ზურა მაისურაძემ გააკეთა.
"ნდობის ჯგუფის წევრებს მიეწოდათ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია ქვეყანაში ტერორისტების არსებობასთან დაკავშირებით. საქართველოში არანაირი ტერორისტები არ არიან და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელდება სიცრუეა, რომელიც მიზანმიმართულად კეთდება", _ განაცხადა მაისურაძემ.