"ლეიბორისტული პარტია" ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "რაც არ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი, ის მაინც მხოლოდ სააკაშვილისთვის იქნება სასარგებლო".
"მოვუწოდებთ ნამდვილ ოპოზიციას, ბოიკოტი გამოუცხადონ ამ არჩევნებს, რითაც დასავლეთის თვალში სააკაშვილი გაკოტრებულ პოლიტიკოსად გამოცხადდება", - განაცხადა ჯიბლაძემ.