რუსეთის პრეზიდენტმა ჩეჩნეთის ლიდერი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. კრემლის პრეს-სამსახურის განმარტებით, რამზან კადიროვმა სახელმწიფო ჯილდო "დაუღალავი შრომის, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და პატიოსანი მუშაობისთვის" მიიღო. მანამდე კადიროვი რუსეთის ფედერაციის გმირის, მეოთხე ხარისხის ორდენითა და სიმამაცის ორდენით იყო დაჯილდოვებული.