იტალიის პოლიციამ ორი ამერიკელი ტურისტი გოგონა დააპატიმრა. მათ რომში ვანდალური აქტის ჩადენაში ადანაშაულებენ. გოგონებმა კოლიზეუმის კედლებზე საკუთარი სახელები ამოკვეთეს, რის შესახებაც პოლიციას ახლოში მყოფმა სხვა ტურისტებმა აცნობეს. გოგონებს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ანალოგიური ინციდენტი რომში გასულ წელსაც დაფიქსირდა. ვანდალური აქტის ჩადენისთვის პოლიციამ რუსი ტურისტი დააკავა, რომელსაც ჯარიმის სახით 20 ათასი ევრო გადაახდევინეს.