ფილიპინების ხელისუფლებამ ტერორიზმთან ბრძოლა გაააქტიურა. სამთავრობო ძალებმა მინდანაოს კუნძულზე მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მოაწყვეს. სამხედრო რეიდებს 56 ისლამისტი მებრძოლი ემსხვერპლა, 33 კი მძიმედ დაიჭრა. დაღუპულთა შორის შესაძლოა შეერთებული შტატების მიერ ძებნილი ერთ-ერთი საველე მეთაურიც იყოს.