"რესპუბლიკელები" ქუთაისის თვითმმართველობას საბიუჯეტო თანხის არასწორ ხარჯვაში ადანაშაულებენ. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, ქუთაისის 2009 წლის ბიუჯეტში ასახული პროგრამა "კორპუსი", რომელიც 136 სახლის გადახურვას ითვალისწინებდა, შეჩერებულია.
"არ მოქმედებს მატერიალური დახმარების პროგრამაც. სამაგიერდო, ბიუჯეტში შენარჩუნებულია მერიის ჩინოვნიკების პრემიები, დანამატები და შს-ს სამხარეო სამმართველოს ოფისისი ხარჯები", - აცხადებს ნაკაშიძე.
აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკელების" ბრალდებას ქუთაისის ვიცე-მერი უკვე გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, რამდენიმე პროგრამა მართლაც შეჩერდა, თუმცა მიზეზი ის იყო, რომ საპრივატიზაციო ობიექტების დროულად გაყიდვა ვერ მოხერხდა.
"დანარჩენი თანხა კანონის შესაბამისად არის გადანაწილებული", - აცხადებს ქუთაისი ვიცე-მერი.