ევრსაბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებს განსხვავებული პოზიცია აქვთ. ვრცელი ინტერვიუ დონალდ ტუსკმა „ნიუ იორკ ტაიმსს“ მისცა. „ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს სჯერა, რომ პუტინი კეთილ ნებას გამოიჩენს და აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მოგვარება სანქციების გარეშე გახდება შესაძლებელი. მე კი უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მცდელობებმა გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა კონფლიქტი არ გადაჭრილა. სანქციები აუცილებელია იმისათვის, რომ დონბასში ამბოხებულთა აქტივობა შევაჩეროთ,“-განაცხადა ტუსკმა.