არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართ პოზიცია შეიცვალა, არ არსებობს. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა. „მინსკის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ძალადობამ აღმოსავლეთ უკრაინაში იკლო, თუმცა პუტინის სტრატეგიული გეგმები არ შეცვლილა. სამწუხაროდ, კრემლმა დასავლეთთან დაპირისპირების გზა აირჩია. იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი პოზიციას არ შეიცვლის, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება გარდაუვალი გახდება,“-აღნისნა ბრიტანეთის პირველმა იპლომატმა.