ნატო დონბასიდან მძიმე შეიარაღების გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს. ამის შესახებ ევროპაში ალიანსის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა. მისივე თქმით, ე.წ. "ურთიერთშეხების ხაზიდან" მხარეებს არტილერია გაჰყავთ, თუმცა ეუთოს დამკვირვებლებს მონიტორინგის წარმოების საშუალება მთელ ხაზზე არ ეძლევათ. "იქ, სადაც ეუთოს მონიტორებს არ უშვებენ, შესაძლოა არა მძიმე შეიარაღების გაყვანა, არამედ უბრალოდ, პოზიციების ცვლა ხდებოდეს და ახალი საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ,"-აღნიშნა ბრიდლავმა.