ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს ჩეჩნეთის ლიდერი გამოესარჩლა. "ყველამ, ვინც ზაურს იცნობს, იცის, რომ ის მორწმუნე ადამიანია და როგორც ყველა მუსლიმანი, ისიც შეძრა "შარდ ებდოში" გამოქვეყნებულმა ანტიისლამურმა კარიკატურებმა. ამბობენ, რომ მან ნემცოვის მკვლელობა აღიარა. თუ ეს ასეა, ადამიანის მოკვლით მან დიდი შეცდომა ჩაიდინა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რუსეთის წინააღმდეგ ის ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. ის რუსეთის ნამდვილი პატრიოტია,"-განაცხადა კადიროვმა.