ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი ჩეჩნურ ბატალიონ "სევერში" მსახურობდა. ამის შესახებ ინგუშეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა. ალბერტ ბარახაევის თქმით, ცნობილია მეორე ეჭვმიტანილის სამუშაო ადგილიც. როგორც ირკვევა, ანზორ გუბაშევი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოსკოვის გარეუბანში მდებარე ჰიპერმარკეტის დაცვაში მუშაობდა. პოლიციამ ისინი ინგუშეთის ტერიტორიაზე დააპატიმრა. მათთან ერთად სამართალდამცავებმა გუბაშევის ძმაც დააკავეს.