ელექტრონული ტექნიკის იაპონურმა მწარმოებელმა Japan Display-მ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, ახალი საწარმოს მშენებლობის შესახებ, სადაც წარმოებული პროდუქციით მხოლოდ Apple-ს მოამარაგებს.
საწარმოა იაპონიის ცენტრში აშენდება და მშენებლობის ბიუჯეტი 170 მლრდ იენი ანუ 1,4 მლრდ დოლარი იქნება.საწარმო ექსპლუატაციაში 2016 წლის ბოლოდან შევა. გავრცელებული ინფორმაციითვე, საწარმოს მშენებლობაში ინვესტიციის ნაწილს Apple განახორციელებს.