„ვისოლ ჯგუფი“ თბილისში „დანკინ დონატსის“ მესამე რესტორანს ხსნის და ამავდროულად ახალი პროექტის - საქართველოში სანაყინეების ქსელის „Frosty Corner”-ების განვითარებას იწყებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და 2015 წლის ბოლომდე საქართველოში 15 (თხუთმეტი) „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.
“„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და ამავდროულად საამაყო ის, რომ 3 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა და ძალიან მოკლე დროში „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნების საყვარელ თავშეყრის ადგილად ქცევა. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ „დანკინ დონატსის“ 15 ახალ რესტორანს გავხსნით და 500-მდე სამუშაო ადგილს შევქმნით. ჩვენ, პირველ რიგში, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს, რომლებმაც შეიყვარეს “დანკინ დონატსის” ბრენდი და ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს. ჩვენი მომხმარებლები ბრენდისადმი საკუთარი ერთგულებით სტიმულს გვაძლევენ “დანკინ დონატსის” რესტორნების ფართო ქსელი შევქმნათ მთელს საქართველოში.
ამავე დღეს, ამავე შენობაში, „დანკინ დონატსის“ გვერდზე „ვისოლ ჯგუფი“ გახსნის და ჩვენ ამით დავიწყებთ საქართველოში ახალი პროექტის - „ვენდის“ ბრენდის ქვეშ მომუშავე სანაყინეების ქსელის „Frosty” Corner”- ების განვითარებას. ვენდის „Frosty” Corner”- ები განსაკუთრებით გაახარებს ნაყინისა და დესერტების მოყვარულებს, რადგან აქ უნიკალური რეცეპტით, სხვადასხვა არომატითა და ინგრედიენტებით შექმნილი 25 სახეობის ნაყინი, შეიკები და სხვა ნაყინზე დამზადებული პროდუქტები იქნება წარმოდგენილი.
ასეთი მასშტაბური, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების განვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად ზრდის ნდობას ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკისადმი” აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი - სოსო ფხაკაძე.
„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 38 ქვეყანაშია წარმოდგენილი.„დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.
„ვენდის“ სანაყინეები „Frosty Corner”-ები განთავსდება როგორც „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნებში, ასევე დამოუკიდებელად ამ მიზნისთვის სპეციალურად შერჩეულ ადგილებში. „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების ქსელის „ვენდის“ განვითარება 2013 წელს დაიწყო. „ვენდის“ რესტორნები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციობირებენ რუსთაველის გამზირზე, ვაკეში და საბურთალოზე.