უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტ პოროშენკოს ინიციატივა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალები 250 ათას სამხედრო მოსამსახურებდე უნდა გაიზარდოს. კანონპროექტს მხარი 270-მა დეპუტატმა დაუჭირა. უკრაინის არმია ორ ოპერატიულ სამეთაუროდ, 11 ბრიგადად, 4 პოლკად, 18 ბატალიონად, 16 როტად და 13 ოცეულად დაიყოფა.