ყირიმის მიერთებისას ფინანსთა სამინისტროსთვის არავის უკითხავს, თუ რა ფასს გადაიხდიდა ამაში რუსეთის ეკონომიკა. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტატიანა ნესტერენკომ გამოცემა "ფორბს ვუმანისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "არის თუ არა ყირიმის მიერთების საფასური ადაკვატური? ეს რომ შეაფასო, ძალიან ბევრი უნდა იცოდე, ფინანსთა სამინისტროს კი შეზღუდული კომპეტენცია აქვს. ჩვენ არ ვიცით, რა ინფორმაცია და გათვლები ჰქონდა ქვეყნის პირველ პირს, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდა. მსგავს გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთი ადამიანი იღებს და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ვიცნობ რა პრეზიდენტ პუტინს, მგონია, რომ ის დაუფიქრებლად ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა,"-აცხადებს ნესტერენკო.