უკრაინის ხელისუფლებას რუსეთისთვის ნადეჟდა სავჩენკოს გადაცემის მოთხოვნით არ მიუმართავს. ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდრ კონოვალოვმა განაცხადა. მისივე თქმით, პატიმრის უფლებები მაქსიმალურად არის დაცული და მის საკანში არსებული პირობები საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ პროტესტის ნიშნად ციხეში 80 დღეზე მეტი იშიმშილა. დღეს კი მან ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და შიმშილობა შეწყვიტა.