იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული მხარე გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში გაეროს სამშვიდობოების შეყვანას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გენადი გატილოვმა განაცხადა. "ჩვენ ვთვლით, რომ მინსკის შეთანხმებით ეს როლი ეუთოს სადამკვირვებლო მისიას აკისრია, რომელიც დონბასში მონიტორინგს ატარებს. დღეისათვის ეს სრულებით საკმარისია,"-აღნიშნა გატილოვმა.