რუსების ტყვეობაში მყოფმა უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ რუსეთის სასჯელთაღსრულების ფედერალური სამსახური იტყობინება. უწყების ინფორმაციით, სავჩენკომ ექიმების რეკომენდაცია გაითვალისწინა და ქათმის ბულიონი მიიღო. უკრაინელი მფრინავი რუსებმა გასულ წელს დონბასში დაატყვევეს და ჟურნალისტების მკვლელობაში დაადანაშაულეს. პროტესტის ნიშნად მან 80 დღეზე მეტი იშიმშილა.