მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები რუსეთის დედაქალაქში შესაძლოა აპრილში გაიმართოს. ამის შესახებ პარტია "5 დეკემბრის" ლიდერი სერგეი დავიდისი იტყობინება.
საპროტესტო მარში მოსკოვში 1 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო გადაიდო.