რადიკალურმა უკრაინულმა ორგანიზაციამ "რევანშმა" კიევში კიდევ ერთი საჩვენებელი აქცია მოაწყო. ორგანიზაციის აქტივისტები თავს საკონდიტრო კომპანია როშენის ერთ-ერთ მაღაზიას დაესხნენ. მათ მაღაზიის ვიტრინებს ტორტები დაუშინეს. კომპანია როშენი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საკუთრებაშია. აქციის მონაწილეების თქმით, დაპირების მიუხედავად, პრეზიდენტი როშენის გაყიდვას არ აპირებს და კომპანიის ფილიალები რუსეთშიც აქვს გახსნილი.