ამერიკის ელჩი სამხრეთ კორეაში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ თავს ნორმალურად გრძნობს. საავადმყოფოში მას 80-მდე ნაკერი დაადეს. მარკ ლიპერტს უცნობი მამაკაცი თავს სეულის კაფეში დაესხა და სამართებლით სახესა და ხელზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. დაკავებისას ის ყვიროდა, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა უნდა გაერთიანდეს.