გარი კასპაროვი საერთაშორისო საზოგადოებას პუტინის სრული იზოლირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერმა აშშ სენატის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. "სიმსივნურ წარმონაქმნთან მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელია. ის და მისი ელიტის წევრები უბრალოდ უნდა მოვიკვეთოთ. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ რუსი ოლიგარქები, პუტინს ზურგი შეაქციონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან,"-აღნიშნა კასპაროვმა.