თურქეთი ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებელ სამხედრო ოპერაციაში არ ჩაერთვება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავიდოგლუმ განაცხადა. "ჩვენ ამ ოპერაციას მხარს დავუჭერთ, თუმცა უშუალოდ ოპერაციაში ჩართვას არ ვაპირებთ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ თავდასხმა თურქეთის ტერიტორიაზე განხორციელდება,"-აღნიშნა დავიდოგლუმ. ცნობილი ხდება ისიც, რომ ორი დღის წინ თურქეთმა ბაღდადს სამხედრო დახმარება გაუწია. გუშინ კი თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისმეტ ილმაზმა განაცხადა, რომ ანკარა ბაღდადს ლოგისტიკურ და დაზვერვით დახმარებას გაუწევს. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული ამ დრომდე ისლამისტების კონტროლს ექვემდებარება.