დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა რეზო ჩახავამ და მისმა მოადგილემ მარიამ შელეგიამ თანამდებობები დატოვეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს ორივე მათგანმა თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, რადგან ისინი სხვა უწყებაში გეგმავენ მუშაობის გაგრძელებას. თუმცა დედაქალაქის მერიაში არ აკონკრეტებენ სად გეგმავენ ყოფილი მაღალჩინოსნები საქმიანობის გაგრძელებას.
,, გუშინ დღის მეორე ნახევარში საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს თანამდებობა, რადგან სხვა უწყებაში აპირებენ მუშაობას. Mთბილისის მერმა მათი მოთხოვა უკვე დააკმაყოფილა”, _განუცხადეს ,,ჯი-ეიჩ-ენს” მერიის პრესსამსახურში.