ბორის ნემცოვის მკვლელობა დამატებითი სტიმულია იმისათვის, რომ რუსეთზე ზეწოლა გაიზარდოს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება საერთაშორისო სტანდარტებით არ ჩატარდება, „მაგნიტსკის სია“ კიდევ უფრო გაიზრდება. ნულანდმა მოსკოვს მკვლელობის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდა.