გაეროს უშიშროების საბჭო აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავს. ამის შესახებ საფრანგეთის წარმომადგენლობის პრეს-ატაშემ ტიერი კობაშმა განაცხადა. შეხვედრა ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება. სხდომაზე სპეციალური მოხსენებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეფრი ფელტმანი, ბან კი მუნის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ივან შიმონოვიჩი და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ გინგი გამოვლენ.