ევროკავშირმა რუსეთს შესაძლოა დამატებითი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ევროკომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ჩვენ განვიხილეთ მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხი. ვისაუბრეთ სანქციების საკითხზეც. თუ შეთანხმების პირობები არ შესრულდება, ევროსაბჭო მოსკოვისთვის დამატებითი სანქციების დაწესების საკითხს აუცილებლად განიხილავს,"-აღნიშნა მერკელმა.