უკრაინის რამდენიმე სასამართლოში შეტანილია სარჩელები, რომლებშიც არის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უკრანის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალოს. სარჩელში აღნიშნული მოთხოვნა არგუმენტირებულია იმით, რომ ვიქტორ იუშჩენკო საპრეზიდენტო მარათონის ჩატარების გამო, არ უნდა მოცდეს და თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს. ამიტომაც აღნიშნული სარჩელები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში იუშჩენკოს მონაწილების აკრძალვას შეიცავს.
"ამგვარი სარჩელები დარეგისტრირებულია კიევის, ხესონის, პოლტავის, ოდესის ადმინისტრაციულ სასამართლოებში",_ განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა ცესკოში მარინა სტავნიიჩუკმა.
კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი კიევსაბჭოს დეპუტატმა ალექსანდრე პაბატმა შეიტანა. ამას გარდა მან ასევე თხოვნით მიმართა ცესკოს არ დაარეგისტრირონ იუშჩენკო კანდიდატის სტატუსით. მისი სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვალდებულია თავის მოვალებებს 24 საათისა და კვირაში შვიდი განმავლობაში ასერულებდეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "მას არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაზე მოცდეს". მედიის ინფორმაციით, დანარჩენი სარჩელები სხვა მოსარჩელეების მიერაა შეტანილი, თუმცა მათი შინაარსი პაბატის სარჩელის ანალოგიურია.
სხვათაშორის თაბატმა აღიარა, რომ ეს მოქალაქეები პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელებით მისი პოლიტიკური ძალის "სახალხო გადარჩენის არმიის" მოწოდებით გამოდიან. მისივე ინფორმაციით კვირის ბოლომდე ამგვარი შინაარსის სარჩელების რაიოდენობა გაიზრდება.
"ეჭვი მაქვს რომ სასამართლო უარს მეტყვის და ამით სასამართლო სისტემის კორუმპირებულობასაც დაამტკიცებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზეწოლასაც სასამართლოებზე. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი ჩვემს სარჩელს დააკმაყოფილებენ ვიქტორ იუშჩენკოს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას მოვითხოვ",_ აცხადებს პაბატი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის საბუთები გუშინ შეიტანა. მან თავისი კანდიდატურა თავად წარადგინა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიქტორ იუშჩენკოს უკრაინის ცესკოში განცხადების შეტანისას თან ახლდნენ პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე მარინა სტავნიიჩუკი და სახელმწიფო მართვის სამსახურის უფროსი იგორ ტარასიუკი, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა ვიქტორ იუშჩენკოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გახდეს. ამას გარდა პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვანელი ვერა ულიანჩენკო აცხადებს, რომ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვიქტორ იუშჩენკო შვებულებაში არ გავა, მაგრამ თავის სასარგებლო აგიტაციას თავად ჩაატარებს არასამუშაო დროსა და დასვენების დღეებში.