მე მანამდე არ მოვკვდები, სანამ კრემლის კედლებს არ დავანგრევთ. ამის შესახებ რუსების ტყვეობაში მყოფნა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა, რომელიც პროტესტის ნიშნად 80 დღეზე მეტია, შიმშილობს. "მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 1 მარტს სოლიდარობის აქციაზე გამოვიდა და ნემცოვის მკვლელობა გააპროტესტა. მე თქვენთან ვარ და მანმადე არ მოვკვდები, სანამ ერთად არ დავანგრევთ ის სისხლიანი ციხის კედლებს, რომელსაც კრემლი ჰქვია,"-განაცხადა უკრაინელმა მფრინავმა. კიევის არაერთგზის მოთხოვნისა და დასავლეთის მოწოდებების მიუხედავად, მოსკოვი სავჩენკოს გათავისუფლებაზე უარს აცხადებს.