მორიგი ტერორისტული აქტი სირიაში. ჯიჰადისტები თავს ალეპოს დაზვერვის სამმართველოს დაესხნენ. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გვირაბში ამოქმედა, რის შემდეგაც ისლამისტებმა შენობაზე შტურმი მიიტანეს. შეტაკებებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.