უკრაინა დონეცკში დაღუპულ მაღაროელებს გლოვობს. პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით, ქვეყანაში საყოველთაო გლოვა გამოცხადდა. ზასიადკოს სახელობის მაღარო გუშინ დილით აფეთქდა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 მაღაროელის ბედი ამ დრომდე უცნობია. აფეთქება სავარაუდოდ მეთანის გაჟონვამ გამოიწვია. კიევი დონეცკს სამაშველო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობდა, რაზეც სეპარატისტებმა უარი განაცხადეს.