საქართველოს ექსპრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს ამერიკის სენატის უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს. სააკაშვილმა ვაშინგტონს უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რისთვისაც ლეტალური იარაღი ესაჭიროება.