ვალუტის გაუფასურების გამო, სებ-ის 5 პროცენტიანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიმართულებით, სსფ მომდევნო თვეებში საქართველოში ინფლაზიის ზრდას პროგნოზირებს.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი სსფ-ს მისიის ხელმძღვანელის მარკ გრიფითსის განმარტებით, ინფლაციის ზრდა დაბალი ნიშნულიდან დაიწყება, რადგან თებერვალში ინფლაცია მხოლოდ 1,3 %-ი იყო.
„ნაწილობრივ იმის გამო, რომ ნავთობზე ფასებმა იკლო. იმპორტული პროდუქციის დაბალი საწყისი ღირებულება ასევე შეაკავებს ინფლაციის მაჩვენებელს“, - აცხადებს მარკ გრიფითსი.