,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას ბიძინა ივანიშვილის მორიგ გასართობს უწოდებს. როგორც პლენარულ სხდომაზე თარგამაძემ განაცახადა ხელისუფლება კიდევ უფრო დაშორდა ქვეყნის თითოეული მოქალაქის პრობლემატიკას.
"უნდა მოგილოცოთ, მმართველობის ორწელიწადნახევრის თავზე შექმენით კიდევ ერთი ფიქტიური ორგანო, კიდევ უფრო დაშორდით ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის პრობლემატიკას. გაერთეთ ბიძინა ივანიშვილის ამ ახალი სათამაშოთი და არ შეიმჩნიოთ ისევ თქვენ გარშემო არსებული მძიმე რეალობა. არ შეიმჩნიოთ თუნდაც ის, რომ ამ ბრიფინგის დამთავრებისთანავე ყველა საინფორმაციო გამოშვება გაგრძელდა ჯგუფური ყაჩაღობის თემით მთელ რიგ სავაჭრო ობიექტებზე," - აცხადებს გივი თარგამაძე.