შავ ზღვაში ნატოს 4 სამხედრო გემი შევიდა. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, შავი ზღვის აკვადორიაში კანადური "ფრედერიკტონი", ამერიკული ვიკსბურგი", გერმანული "სპესარტი" და თურქული "ტურგუტრაისი" იმყოფება. სამხედრო გემების გადაადგილებას ნატოს სამეთაურო შტაბი უზრუნველყოფს.