უკრაინის ხელისუფლებაში უცხოელი ჩინოვნიკების ჩანერგვამ ქვეყანას დამოუკიდებლობა დააკარგინა. ამის შესახებ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ლიდერმა სერგეი აკსენოვმა განაცხადა. " პოროშენკო მთავრობაში ლეგიონერებს იწვევს. დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის 30 პროცენტი ქართული კადრებით არის დაკომპლექტებული. ქართველების გარდა მთავრობაში მრავლად არიან ბალტიისპირელები და ამერიკელები. ყველას ერთად კი ვაშინგტონი მართავს. უკრაინამ, ჩემი აზრით, თვითმყოფადობა დაკარგა,"აღნიშნა აკსენოვმა.