ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა რუსერთი უცნაური ტერმინით მოიხსენია. ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას რუსეთს "ევროკავშირის მეზობლების მეზობელი" უწოდა. "ევროკავშირი ურთიერთობის გაღრმავებას შეეცდება თავისი მეზობლების მეზობლებთანაც, რომელთა წინააღმდეგაც ერთიანი ევროპული პოლიტიკა ნამდვილად არ არის მიმართული,"-აღნიშნა მოგერინიმ.