უკრაინის პრეზიდენტმა ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოსკოვთან შუამავლობა იტალიის პრემიერ-მინისტრს სთხოვა. ამის შესახებ პოროშენკოს პრეს-სამსახური იტყობინება. მატეო რენცისთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების საკითხზეც ისაუბრა. უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო რუსების ტყვეობაში გასულ წელს მოხვდა. პროტესტის ნიშნად ის 80 დღეზე მეტია, შიმშილობს.