ბორის ნემცოვის იარაღის ძებნა მოსკვა-რეკაში შეწყდა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მყვინთავებმა ხიდის ქვეშ მდინარის ფსკერი საფუძვლიანად გამოიკვლიეს, თუმცა მაკაროვის პისტოლეტი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი მოკლეს, ვერ აღმოაჩინეს. "ფსკერი ძალიან არის დაბინძურებული. ამიტომ, ძებნის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს,"-აცხადებენ უწყების ოფიციალური წარმომადგენლები. ერთ-ერთი ვერსიით, კილერმა მკვლელობის შემდეგ იარაღი სწორედ მდინარეში გადააგდო.