დასავლეთის სანქციები პოსკოვს საგარეო პოლიტიკას ვერ შეაცვლევინებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობა ჩნდება, შეერთებული შტატები ვითარების დაძაბვას ცდილობს, თუმცა ვერანაირი სანქცია რუსეთს პრინციპული პოზიციის შეცვლას ვერ აიძულებს. ამ კომენტარით ლუკაშევიჩი ბარაქ ობამას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუგრძელდა.