სეპარატისტთა ტყვეობაში დღეისათვის 195 უკრაინელი ჯარისკაცი რჩება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადისლავ სელეზნიოვი იტყობინება. მისივე თქმით, 340 სამხედრო მოსამსახურის ბედი ამ დრომდე უცნობია. დატყვევებულთა უმრავლესობა სეპარატისტთა წინააღმდეგ დებალცევოში იბრძოდა, თუმცა ტყვეებს შორის ის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან, რომლებიც სეპარატისტებმა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაატყვევეს.