შეერთებული შტატები ევროკავშირზე ზეწოლას ახდენს, თავად კი რუსეთთან სავაჭრო ბრუნვას ზრდის. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა. დიმიტრი პესკოვის თქმით, ვაშინგტონის გავლენით ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 12 პროცენტით დაეცა, მაშინ, როდესაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 7 პროცენტით გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონი რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაფუჭებით სარგებლობს.