ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 10 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ ოფიციალური პეკინი იტყობინება. სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შემდეგ თავდაცვის უწყებისთვის გამოყოფილი საერთო თანხა 145 მილიარდ დოლარს შეადგენს. გაზრდილი ბიუჯეტით პეკინი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაუმჯობესებას, ასევე, წყალქვეშა გემებისა და ე.წ. "უხილავი თვითმფრინავების" წარმოების გაზრდას აპირებს.