მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტისთვის კადრების შერჩევა მაქსიმალური სიფრთხილით მოხდა.
,,თანამდებობები დაიკავეს მაღალი პროფესიონალისა და უნარ-ჩვევების მქონე პროკურორებმა და გამომძიებლებმა, ასევე ჩართულები არიან დაზარალებულთა კოორდინატორები”, -განაცხადა მთავარმა პროკურორმა აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის დროს.
მისივე განმარტებით, ახალ დეპარტამენტს სათევში პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ჩაუდგება.
,,ხსენებული დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი, ხოლო მის მოადგილედ პროკურორიო კოკა კაციტაძე”, _აცხადებს ბადაშვილი.
მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული სამართლებრივი პრინციპი და დეტალურად იქნება შესწავლილი განცხადებაში მოყვვალი ფაქტები.