იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საშუალო და ახლო რადიუსის რაკეტების შესახებ შეთანხმებას დაარღვევს, ვაშინგტონი მოსკოვს ადეკვატურ პასუხს გასცემს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა. „ეს შეთანხმება არის ერთგავი ქუჩა ორმხრივი მოძრაობით. ამიტომ, თუ მას ერთი მხარე დაარღვევს, მეორე მხარის პასუხი არ დააყოვნებს. ამგვარი სცენარის განვითარების შემთხვევაში ჩვენ ადეკვატურად ვიმოქმედებთ,“-აღნიშნა კარტერმა კონგრესის საკომიტეტო მოსმენაზე.